პროექტის სახელწოდება: ,,აღმოსავლური წვეულება.“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უკვე აქვთ მხატვრული შთაბეჭდილებების გარკვეული მარაგი, იცნობენ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებს. თითოეული ჯგუფის წევრს ვთავაზობ გაიხსენონ მათთვის ცნობილი ნამუშევრები, სცადონ ერთობლივად განსაზღვრონ რამდენიმე თემა, რომელიც აქტუალური იყო სხვადასხვა დროის ხელოვანთათვის.
მოსწავლეები ჯგუფურად მსჯელობენ, აკეთებენ ჩანაწერებს, წარმოადგენენ ჩინურ და იაპონური სტილით შესრულებულ ნახატებს, იკებანას, ჩინური ფარნების გამოფენას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ აღმოსავლურ კულტურასა და ხელოვნებას, მათ მიერ მოწყობილი წვეულების დროს ჩინური და იაპონური სტილის ნამუშევრებით შეძლონ აღმოსავლური გარემოს შექმნა. ერთობლივი ნამუშევრი შექმნაში მონაწილეობისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვიათარება.
მონაწილეთა ასაკი:14- 15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
ირჩევს გამომსახველობით ხერხებს, ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად, გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას, ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებს, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის. იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, გუაში, ფუნჯი. მოსწავლეთა მოსაზრებისამებრ შერჩეული ნებისმიერი სახატავი მასალა, დამატებითი რესურსი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ჯგუფურად განიხილავენ წინა გაკვეთილზე შესრულებულ ნამუშავრებს, საჭიროებისამებრ შეაქვთ გარკვეული კორექტივები, ასრულებენ ან ცვლილებები შეაქვთ მასში. პარალელურად მოსწავლეთა ერთი ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ შექმნილ იკებანას, კომპოზიციებით გამოხატავენ იმედს, სევდას, სულიეეერ ჰარმონიას და ა.შ.იკებანას შექმნისას ითვალისწინებენ სამ აუცილებელ ელემენტს, რომელიც სამ საწყისს-ცას,მიწას და ადამიანს აღნიშნავს. ლარნაკში ყველაზე მაღალი ის ყვავილი უნდა იყოს, რომელიც ცის სიმბოლოა, მეორე ყვავილი ადამიანს გამოხატავს, ხოლო მესამე მიწის სიმბოლოს. იკებანაში გამოყენებულ მცენარეებსაც გარკვეული სიმბოლური დანიშნულება აქვთ, მისი მთავარი პრინციპია დახვეწილი უბრალოება, რასაც ნივთების ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენით აღწევენ. მოსწავლეთა მეორე ჯგუფი ფერადი ქაღალდებითა და აბრეშუმის ნაჭრებისაგან ამზადებენ ფარნებს, რომლებსაც ნახატებითა და იეროგლიფებით რთავენ. შემდეგ მოსწავლეები აწყობენ იმიტირებულ ,,აღმოსავლურ წვეულებას,“ რომელზეც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების მიერ შესრულებულ, დამზადებული იაპონური სტილით შესრულებული ნახატები, იკებანა და ჩინური ფანრების ნიმუშების გამოფენა. ,,აღმოსავლურ წვეულებაზე“ სტუმრებს ვთავაზობთ ,,ჩაის ცერემონიაში“ მონაწილეობის მიღებას.
პროექტის დასასრულს რამდენიმე ნომინაციაში გამოვავლენთ გამარჯვებულებს:
· ყველაზე კარგი ნახატი.
· ყველაზე ლამაზი იკებანა (ავტორმა უნდა დაასახელოს იკებანას სკოლა და სიმბოლოთა მნიშვნელობა).
· ყველაზე მეტი ნამუშევარი, რომელსაც ჯგუფი წარმოადგენს.
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ჯგუფური მუშაობა
|
დავალებას არ ასრულებს დროულად.
|
იყენებს სხვადასხვა ტიპის შტრიხს.
|
გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ იდეას სიმბოლოების საშუალებით.
|
პრეზენტაცია
|
ნაკლებად ღებულობს გამოფენაში მონაწილეობას.
|
საუბრობს მსგავსებასა და განსხვავებაზე.
|
აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის წარდბენა, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და განმარტება, თუ რის გადმოცემა სურდა ნამუშევარში.
|
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება.
შედეგი IX კლასი.
· ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს.
· ქმნის სიბრტყობრივ დეკორატიულ კომპოზიციებს.
· კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს.
· ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელმაც შთააგონა შემოქმედს შეექმნა ეს ხელოვნების ნიმუში.
შედეგი IX კლასის ისტორია.
მოსწავლეს შეუძლია გაგვაცნოს მსოფლიო კულტურის შედევრები.
ჩამოთვლის აღმოსავლური კულტურის ღირშესანიშნავ ძეგლებს, აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით, მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე.
ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს,განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტორულ ძეგლებს.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს აღმოსავლური კულტურის შედევრები.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან გუგუნავა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gugunavaqetevan@gmail.com
No comments:
Post a Comment